პროფილის ფოტოები
პროფილის ფოტოებზე მოქმედებს უფრო მკაცრი წესები, ვიდრე სხვა ფოტოებზე თქვენ პროფილში. პროფილის ფოტო ნაჩვენებია მთლიან გვერდზე მაგალითად, თავფურცელზე, ან ძიების ველში, როგორც სურათის წინასწარი ხედი. ეს არის თქვენი „სავიზიტო ბარათი“ სხვა წევრებისთვის.
გარდა პროფილის ფოტოების ინსტრუქციებისა, პროფილის ფოტოებზე მოქმედებს ეს დამატებითი წესები:
– თქვენი პროფილის ფოტოზე ასახული უნდა იყოთ თქვენ (ბავშვობის ფოტოები არ შეიძლება)
– გამოიყენეთ პორტრეტი კარგი რეზოლუციითა და ხარისხით
– თქვენი სახე და თვალები ნათლად უნდა ჩანდეს
– არ შეიძლება სხეულის ნაწილების, როგორიცაა თვალები, სვირინგები, ან სხეულის ზედა ნაწილის სურათები
– არ შეიძლება ჯგუფური ფოტოები სხვა ადამიანებთან ერთად
– საკმარისად კარგი ხარისხის სურათი (არა ძალიან ნათელი, ან ბნელი, საკმარისი ზომის სურათი)
– არ შეიძლება დამახინჯებები, ან სურათის ფილტრები (კონტურული ხელოვნება, ან ამის მსგავსი)
სხვა სურათები
– სურათები თქვენ პროფილში პირადად თქვენ უნდა წარმოგადგენდნენ და იძლეოდნენ წარმოდგენას თქვენ ცხოვრებაზე (მაგალითად, თქვენი სურათი მეგობრებთან, თქვენ შინაურ ცხოველებთან, ან თქვენ შვილებთან ერთად)
– უსიამოვნო სურათები, ან პორნოგრაფია არ არის დაშვებული
– თქვენი სურათები არ უნდა არღვევდნენ საზოგადოებრივ ზნეობას
– სურათები არ უნდა შეიცავდნენ ელ-ფოსტის მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, ბმულებს, ან სხვა ინფორმაციას პირდაპირი კონტაქტის დასამყარებლად
– ბავშვების სურათები არ დაიშვება, თუკი ნათლად არ ჩანს მეურვე
– სახალისო სურათები, ხელოვნება, კომიქსები, საფირმო ნიშნები, სიმბოლიკები და მსგავსი სურათები არ არის სასურველი
– არ შეიძლება პეიზაჟის სურათები
მომენტები
მომენტებზე არ მოქმედებს ისეთი მკაცრი წესები, როგორც პროფილის სურათებზე, სადაც თქვენ უნდა იყოთ სურათზე გამოსახული. ასე რომ, შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი მანქანის, ბაღის, შინაური ცხოველების, გატაცებების, საოცნებო დასვენების, ბოლო წვეულების კადრები, ან სხვა ამის მსგავსი სურათები.
– მომენტები გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურად იშლება
– დასაშვები არ არის: სურათები ელ-ფოსტის მისამართებით, ტელეფონის ნომრებით, ბმულებით, ან სხვა მითითებებით პირდაპირი კონტაქტისთვის
– ბავშვების ფოტოები დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუკი თქვენ მის მეურვედ მიიჩნევით
– შეურაცხმყოფელი სურათები და პორნოგრაფია არ დაიშვება
– თქვენი სურათი არ უნდა არღვევდეს საზოგადოებრივი ზრდილობის ნორმებს
– თქვენ უნდა გქონდეთ სურათზე საჭირო უფლებები
– ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ ცუდი ხარისხის, ან აშკარად უშინაარსო სურათები.
კომენტარები
0 comments
Article is closed for comments.